საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქპატენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს, სოსო გიორგაძეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მეცნიერების დეპარტამენტის წარმოამდგენლები; სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე; სტუ-ის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მირანდა გურგენიძე. ასევე, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე. საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ კუცია.

სტუ-ის ინფორმაციით ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. მან მიმოიხილა სტუ-ისა და საქპატენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაწეული სამუშაოს შედეგები, მადლობა გადაუხადა საქპატენტს მხარდაჭერისთვის და განაცხადა:

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ეს მოიცავს ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და განვითარებისაკენ. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტი საქპატენტთან თანამშრომლობს სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ სოსოს მივულოცო ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები ვუსურვო მას და საქპატენტის გუნდს და იმედს გამოვთქვამ, რომ უნივერსიტეტისა და საქპატენტის თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდება. მითუმეტეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ამბიცია, საინჟინრო-სამეცნიერო თუ კვლევით სფეროში იყოს ერთ-ერთი პირველი და წარმატებული, რაზეც მეტყველებს ჩვენი მეცნიერების, სტუდენტების და ასევე, უნივერსიტეტის ბაზაზე, ფიზიკისა და მათემატიკის დეპარტამენტებში მომზადებული სკოლის მოსწავლეების მიღწევები“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს და სტუ-ის აკადემიურ პერსონალს ნაყოფიერი ურთიერთანამშრომლობისათვის. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საქპატენტის თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიულია და გამოთქვა იმედი, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და მეტად წარმატებული საქმიანობის შესახებ.

„საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ კუციამ ისაუბრა სამ ძირითად სერვისზე, რომელსაც საქპატენტი მეცნიერებს, გამომგონებლებს სთავაზობს და რაც, პირველი: მოიცავს გამოგონებაზე, განაცხადის ექსპერტიზისგან დამოუკიდებლად, საპატენტო ძიების სერვისს. ეს სერვისი მეცნიერებს აძლევს საშუალებას გამოგონების პატენტუნარიანობა წინასწარ, მოკლე დროში გაარკვიონ. ასევე, მეორე: საგანმანათლებლო მიმართულებით საქპატენტში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ცენტრი, რომელიც სამიზნე ჯგუფებისთვის, ძირითადად მკვლევრებისთვის, სემინარებს ატარებს. საქპატენტის წარმომადგენელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებს, მათ შორის სტუდენტებს, სპეციალური კურსი შესთავაზა, რომელიც მათ გაუადვილებთ სამუშაო პროცესს. მესამე სერვისი, რომლის შესახებაც მერაბ კუციამ ისაუბრა ეხება უნივერსიტეტებისათვის ინტელექტუალური საკუთრების წესდების შექმნაში საქპატენტის მხარდაჭერას. მერაბ კუციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის შეხვდრის ფორმატში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და გამომგონებლებისათვის პატენტების გადაცემის საზეიმო ცერემონია, რომლის დასრულების შემდეგ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ და საქპატენტის წარმომადგენლებმა სტუ-ის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორია დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო