კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი - ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა - მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა.

როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გაზრდილი რაოდენობაა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გაკეთდა ვირუსული ინფექციების რაოდენობის მატებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით,“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო