ხათუნა ბურკაძემ და გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებისათვის საჯარო ლექციები ჩაატარეს

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ და ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებისათვის საჯარო ლექციები ჩაატარეს. „ჯეოქეისის“ ინფორმაციით, შეხვედრები გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, დავით ესათიას ინიციატივითა და „ჯეოქეისის“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის კურსდამთავრებულის, ილია ჯახაიას ორგანიზებით განხორციელდა.

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, ასევე იმ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციების გაფართოებასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავენ.

„შიდა დაპირისპირებებმა არ უნდა შეაფერხონ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების ისტორიული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და ჩვენ თავად ვიბრძვით. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფა ეროვნულ თანხმობას მოითხოვს. ეროვნული თანხმობის საფუძველზე შემუშავებული ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგი და მის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობენ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სატატუსის მოპოვებას, რომელიც ჩვენი ევროპული, უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

„ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მან ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე იმსჯელა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, მის განვითარებას, საშინაო და საგარეო მუქარების აღკვეთას, წინასწარი ზომების მიღებასა და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებას.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი