ისნის რაიონის გამგებელმა 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისნის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„მან მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.

2022 წლის განმავლობაში ისნის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ისანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; ჯამში, ასფალტის ძველი საფარი ახლით 80 მისამართზე შეიცვალა. გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 7 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 11 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. რაიონს 31 მრავალფუნქციური სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა.

ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა და 1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედანი და ახალი გზა ერთდროულად მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ.მ-ზეა განთავსებული. 6 300 კვ.მ-ზე კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 332 540 ლარი შეადგინა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 180 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.

კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 9 ნაგებობას ჩაუტარდა, რეაბილიტირდა 51 ბრტყელი და ქანობიანი სახურავი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე, მოეწყო ლიფტი 32 მისამართზე და 16 მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა.

მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც ჩაატარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს