შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა ახალი, საერთაშორისო "EN"-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა.
„ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.
ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.