საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ექვს გამოგონებასა და ერთ სასარგებლო მოდელზე პატენტი მოიპოვა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სტუ-მ ექვს გამოგონებასა და ერთ სასარგებლო მოდელზე მოიპოვა პატენტი.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, სტუ-ს გამოგონებები ეხება ბუნებრივი აირის გაჟონვის მართვისა და დეტექტორის მოწყობილობის, შშმ პირთა ეტლის კიბეზე გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებისა და სისტემის, ასევე, ვენახების სეტყვისგან დამცავი მოწყობილობის და კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობის მოწყობას.

„სტუ გახდა პატენტის მფლობელი ერთ სასარგებლო მოდელზეც, რომელიც ეხება ცემენტ-ბეტონის შემვსების და შემავსებლის მიღების ხერხს. უნივერსიტეტს, როგორც პატენტის მფლობელს, განსაკუთრებული უფლება მიენიჭა გამოგონების პატენტით დაცვის პერიოდის განმავლობაში, მისი კომერციული მიზნით დამზადების, გაყიდვის, გავრცელების, იმპორტისა და სხვა ფორმით გამოყენებისათვის. უფლების დამადასტურებელი მოწმობები საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პირადად გადასცა უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძესა და გამომგონებლებს. პატენტის მოწმობები განთავსდა სტუ-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიაში, რომელიც უკვე 1 წელია ფუნქციონირებს.

სტუ-ში 28 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე შეთანხმდნენ, რომ საქპატენტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და წახალისებისათვის ერთობლივ პროექტებს მომავალშიც განახორციელებენ. დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დარგში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას, ასევე, საგამომგონებლო საქმიანობის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნას.

საქპატენტმა უნივერსიტეტს გადასცა დარგობრივი ლიტერატურა. სამეცნიერო ნაშრომებს შორისაა საქპატენტის მიერ თარგმნილი და გამოცემული საერთაშორისო კონვენციების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ანოტაციები. ამ შემეცნებითი მასალის საშუალებით სტუდენტები გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საერთაშორისო დაცვის ძირითად პრინციპებსა და დებულებებს. ასევე, საქპატენტი უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გაუწევს საპატენტო-საინფორმაციო მომსახურებას და დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სამეცნიერო ცენტრების კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობისა და მეტი საპატენტო განაცხადის წარდგენის წახალისების მიზნით, საქპატენტში გათვალისწინებულია 70% შეღავათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის საფასურებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა