გიორგი სააკაშვილი - მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს

მე ძალიან გამიხარდება, მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, თუ გვინდა, რომ ევროპული საზოგადოების წევრები ვიყოთ, უნდა იყოს გადადგმული არსებითი ნაბიჯები. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"აქ არის საკითხი მიხეილ სააკაშვილი ან გადარჩება, ან დამთავრდება ლეტალური შედეგით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნება" რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არის დღეებზე საუბარი, რომ მმართველმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება - მიშას ვწირავთ ბოლომდე, თუ ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ