ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი - ჩემი აზრით, სააკაშვილი მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს

ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სამედიცინო ჩანაწერებისა და ლაბორატორიული ტესტების თანახმად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია ვერცხლისწყლით, დარიშხანით და ბარიუმით, რომლებიც სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს.

როგორც სმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

„მე განვიხილე სამედიცინო ჩანაწერის დიდი რაოდენობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები, ასევე, თმების, ფრჩხილების და სისხლის ნიმუშების. ასევე, გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და 170 გვერდიანი დასკვნა.

ჩემით აზრით, ის მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან, სხეულიდან გამოყოფის პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. აღსანიშნავია, განსაკუთრებული ადგილი, რომელიც თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნევროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. ასევე, მას გააჩნია დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ანუ გასტრო-ინტესტინურ ტრაქტში, რაც გასტრიტს იწვევს, რაც მუდმივ დიარეას იწვევს და შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთი, როგორიც არის გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში. შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული“, -განაცხადა დევიდ სმიტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო