„თბილღვინო“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), „თიბისის“ საშუალებით, 12 მლნ ლარის სესხს მიიღებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, თიბისის და თბილღვინოს მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას. ამ საფინანსო ორგანიზაციების ნდობითა და ხელშეწყობით თბილღვინოს შემდგომი განვითარებისთვის გამოიყო 12 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ თბილღვინოსა და თიბისის თანამშრომლობა 22 წელს ითვლის. ზემოთ ხსენებული შეთანხმება კომპანიის მხრიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ, 2011 და 2013 წლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული დაფინანსებით მხარი დაუჭირა მისი კაპიტალის ზრდას.

EBRD-ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო პაკეტის დახმარებით, „თბილღვინო“ დარგისთვის მნიშვნელოვან გარღვევებს გეგმავს, რაც მას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მიღებული დაფინანსება მოხმარდება 3 მიმართულების განვითარებას:

საქვევრე მეურნეობის საქართველოში უნიკალური მეთოდით აშენება: ,,არქიტექტურის ეს ნიმუში გულისხმობს EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ბუნებრივი, ეკოლოგიური მასალებითა და ტრადიციული მეთოდით მშენებლობას. აქ განთავსებულ ქვევრებში დამზადდება სხვადასხვა ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო. იმავე შენობაში მოიაზრება სტუმრების მისაღები სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია, სასიამოვნო დროის გატარება და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა“- აღნიშნავს ზურაბ მარგველაშვილი.

ასევე, კომპანიის გეგმებშია გაზრდილი წარმადობის, მაღალტექნოლოგიური და ამავდროულად ენერგოეფექტური ჩამოსასხმელი ხაზის შესყიდვა; ეს არის „თბილღვინოს“ მოთხოვნებზე მორგებული, გერმანულ-იტალიური, თანამედროვე საწარმოო აღჭურვილობა, რომელიც საექსპორტო პოტენციალის გაზრდის წინაპირობაა.

რაც შეეხება მესამე მიმართულებას, „თბილღვინო“ გააგრძელებს ვენახების ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშებით თანმიმდევრულ განაშენიანებას წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენებით.

,,კომპანია აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს - ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე. ეს საბოლოოდ განაპირობებს საუკეთესო ხარისხს“,- განმარტავს ზურაბ მარგველაშილი.

აღსანიშნავია, რომ „თბილღვინომ“ პირველი ვენახების გაშენება 2013 წელს დაიწყო და უკვე 405 ჰექტრით ქინძმარაულის, მუკუზნისა და წინანდლის მიკროზონებშია წარმოდგენილი. ამასთან, ბოლო ათწლეულია განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულ უიშვიათეს, ენდემურ ჯიშებს უთმობს. კერძოდ, 2022 წელს კომპანიამ ქვევრის მცვივანი შექმნა, ხოლო 2023 წელს ისეთი საინტერესო ღვინოების წარმოებას გეგმავს, როგორიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო