ხატია დეკანოიძე - პოლიცია 10 კაცისგან იცავს ადმინისტრაციულ შენობებს და გუშინ ისე მოახერხა ამდენმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა, ერთი პოლიციელიც არ ყოფილა - ეს დამადასტურებელია, თუ ვისი ორგანიზებული იყო აქცია

პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ევროპულ მომავალს საშვილიშვილოდ დავემშვიდობოთ - ზიზღი, რომელიც პროპაგანდისტულად გამოიყენება "ქართული ოცნების" მიერ, ყველას ჩაიტანს. ამ ზიზღიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქცია "ქართული ოცნების" ორგანიზებული იყო.

„პოლიცია ხშირად 10 კაცისგან იცავს ხოლმე ადმინისტრაციულ შენობებს და გუშინ ისე მოახერხა ამდენმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა, რომ ერთი პოლიციელიც არ ყოფილა. ეს არის დამადასტურებელი იმისა, თუ ვისი ორგანიზებული იყო აქცია.

საქართველოში შურისძიება უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ეს ზიზღის ენა, უნდა იყოს ობიექტური მართლმსაჯულება და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა იყოს თავისუფალი. პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ევროპულ მომავალს საშვილიშვილოდ დავემშვიდობოთ. ეს არის მთავარი. მე რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, ახლა ვილაპარაკებდი დიდი პოლიტიკური შერიგების აქტზე, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება ის, რაც ხდება, ამიტომ მოდით ვთქვათ, რომ ზიზღი, რომელიც პროპაგანდისტულად გამოიყენება "ქართული ოცნების" მიერ, ჩაიტანს ყველას. ამ ზიზღიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი