ამერიკელი ექსპერტი - სააკაშვილს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია - ასეთი დაწესებულება აშშ-ში გვაქვს

მას [მიხეილ სააკაშვილს] ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია - ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ასეთი დაწესებულება გვაქვს, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა დეივიდ სმიტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ასევე კითხვებს, არის თუ არა სააკაშვილის დაავადებების მიმდინარეობის დინამიკა მკვეთრად უარყოფითი და არსებობს თუ არა ინვალიდობის ან სიკვდილის რისკი, ექსპერტმა დადებითი პასუხები გასცა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალების ინტოქსიკაციის დროს, შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იქნას ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში, შეერთებულ შტატებში ჩვენ ასეთი დაწესებულება გვაქვს“,- განაცხადა დეივიდ სმიტმა.

გარდა ამისა, ექსპერტმა ასევე დადებითად უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა სააკაშვილს სიკვდილის გარდაუვალი რისკი საქართველოში მკურნალობის ხელმიუწვდომლობის გამო.

„მას არ მიუღია შესაბამისი მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სპეციფიკურ თერაპიას, ეს ეხება მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული სიმპტომების ნიველირებისთვის მიეცემოდა“,- განაცხადა დეივიდ სმიტმა.

რაც შეეხება თავად ექსპერტის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი სხვადასხვა მეტალებითაა მოწამლული, სმიტმა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერებები სამედიცინო მკურნალობისთვის არ გამოიყენება.

„ისინი არ შეიძლება იყოს ინდიკატორი რომელიმე სამედიცინო მეთოდის მკურნალობის, რამეთუ ისინი ძალიან ტოქსიკურია. ეს მეტალები ამძიმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე, საქმე გვაქვს მიზეზობრივ კავშირთან - ამ მეტალებს კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებებთან“,- განაცხადა დეივიდ სმიტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო