„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თელავში შატო „შუხმანი“ გაფართოვდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, შატო „შუხმანი“ გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 4 მილიონ ლარს შეადგენს.

„კომპანია მეღვინეობას, სასტუმროს და შუხმანის ღვინის სოფელს მოიცავს, სადაც 18 ვილაა განთავსებული. ვილები იმით არის გამორჩეული, რომ ის მე-19 საუკუნის ისეთ ქართულ უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა, როგორიცაა, ქართული კრამიტი, ქვა და ა.შ.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით 120 ჰა-ზე ვენახის, ხოლო 7 ჰა-ზე კი ღვინის სოფლის გაშენება შევძელით. „შუხმანი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და ჩვენი წამოწყებული პროექტები აერთიანებს, როგორც ქართულ 8000 წლიან ღვინის დაყენების ტრადიციას, მეღვინეობა-მევენახეობას და ეროვნულ გასტრონომიას, ასევე კახურ არქიტექტურასა და დასავლური სტანდარტებით გაერთიანებულ სტუმარმასპინძლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელისთვის ყოველთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო შევქნათ. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე კი, გვინდოდა ძლიერი ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ მოვიცვათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი რეგიონი და ახალი ტურისტული პროექტებიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ წარმატებულ კომპანიას ხელი შევუწყვეთ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაფართოებაში. შატო „შუხმანი“ საქართველოს ბანკთან 2012 წლიდან პარტნიორობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა, როგორც მეღვინეობის და სასტუმროს გაფართოება, ასევე უნიკალური ვილების გაშენება. კომპანია ღვინის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, რაც მათ წარმატებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. ამ დროისთვის კომპანიამ შეძლო 300-მდე ადამიანის დასაქმება, რაც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო