მედიაში სიცრუის გავრცელების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალა“ კანონპროექტს ამზადებს

მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა “ხალხის ძალა“ კანონპროექტს ამზადებს.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების ინფორმაციით, კანონპროექტი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას ეფუძნება და ის “ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“.

ამასთან, “ხალხის ძალა“ აღნიშნულ პროექტთან ერთად, დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით იანვარში წარედგინება.

„დღეს მთელი რიგი NGO-ები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა. ჩვენ ორივე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გვექნება. კანონპროექტების ინიცირებისთანავე დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ქართულ ოცნებასთან“, ისე ყველა უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან. კანონპროექტებს საზოგადოებას ინიცირებისთანავე დეტალურად წარვუდგენთ. დარწმუნებული ვართ, რომ ორივე ინიციატივას ქართველი ხალხისგან ძალიან ფართო მხარდაჭერა ექნება, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და რომელიც დაღლილია სიცრუის გამუდმებული ტირაჟირებითა და პოლარიზაციით. ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით, შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადეს “ხალხი ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა