ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის (LMS) კვლევაში, რომელსაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არა, თუმცა ვერცხლისწყალი აღმოჩნდა

ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი, დეივიდ სმიტი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის (LMS) კვლევაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, კვლევაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ვერცხლისწყლის შემცველობაზე, რომლის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 50%-ით მეტი, 0.12% იყო.

„დარიშხანი ძალიან სწრაფად ქრება, მაშინ როდესაც ვერცხლისწყალი უფრო დიდი ხნით რჩება“, - განაცხადა დეივიდ სმიტმა.

მოსამართლის კითხვაზე, რომელი კვლევის საფუძველზე აქვს მოხსენიებული საკუთარ დასკვნაში სააკაშვილის ორგანიზმში სავარაუდოდ აღმოჩენილ მეტალებს შორის დარიშხანი, ექსპერტმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ მის დასკვნაში საუბარია „LMS-სა და ასევე ერთ-ერთ გერმანულ ლაბორატორიაზე“.

„ნახსენებია LMS ლაბორატორია, ასევე სახეზე იყო გერმანული ლაბორატორია, რომლის სახელსაც ვერ ვპოულობ. დარიშხანი სწრაფად განიცდის მეტაბოლიზებას, მაგრამ არის ტოქსიკური. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ვერცხლისწყალზე, რომლის კონცენტრაციაც გაიზომა. ამასთან, შეიძლება დარიშხანის კონცენტრაცია ლეტალური არ იყოს, მაგრამ იყოს ტოქსიკური“, - განაცხადა დეივიდ სმიტმა.

ექსპერტის პასუხების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ „დარიშხანზე საუბარი არის არა ამერიკული ლაბორატორიის, არამედ საქართველოში ჩატარებულ დასკვნაში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო