ევროკომისია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განადგურებული სკოლების აღსადგენად, 100 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განადგურებული სკოლების აღსადგენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ბავშვები ასევე იქნებიან უზრუნველყოფილები ტრანსპორტით, რათა შეძლონ სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო გადაადგილება.

„უკრაინის მომავალი მისი ბავშვებით იწყება. ჩვენ ვახორციელებთ 100 მილიონი ევროს ინვესტიციას რუსული ბომბების შედეგად განადგურებული სკოლების აღსადგენად. ვგზავნით სკოლის ავტობუსებს, რათა ბავშვებმა შეძლონ სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში უსაფრთხო გადაადგილება. ვაგროვებთ და ვაწვდით მათ ლეპტოპებს, რათა ბავშვებმა სწავლა განაგრძონ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო