კომპანია „თელასმა“ სათნოების სახლი „კათარზისი“-ს მობინადრეებს შობა-ახალი წელი მიულოცა. „თელასის“ ინფორმაციით, დღეს გამართულ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანიის მიერ შეძენილი საახალწლო ნობათი მოხუცებს „თელასი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა.
„თელასი“-ს დახმარებით „კათარზისი“-ს 500–მდე ბენეფიციარმა საახალწლო ნობათი- ხილი და ტკბილეული მიღო.
სათნოების სახლ „კათარზისს“ კომპანია „თელასი“ 2005 წლიდან ეხმარება საკვები პროდუქტების და საჭირო ინვენტარის შეძენაში.
„თელასი“ მომავალშიც გააგრძელებს სათნოების სახლის „კათარზისის“ მხარდაჭერას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.