დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

“[უკრაინისთვის] კიდევ 2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება”, - აღნიშნა უოლესმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რაც შესაძლებელია ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინამ მიწაზე გამარჯვება და რუსული ძალების უკუგდება შეძლოს.

ამავდროულად, უოლესმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ასევე ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რათა კიევმა მიწაზე საჰაერო თავდაცვის უკეთ კოორდინაცია შეძლოს.

“შეიარაღების სისტემებს მივაწვდით, რომლებიც მათ საბჭოურ მოდელებს შეესაბამება. ცოტა ხნის წინ ათასობით საზენიტო რაკეტა მივეცით, რათა დრონების ჩამოგდება შეძლონ”, - თქვა უოლესმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო