“ალდაგსა” და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“ალდაგის“ ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში. „ალდაგი“, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, სტუდენტებს, ამ ინდუსტრიაში დაგროვილ ცოდნას გაუზიარებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებშივე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ალდაგმა“, ფაკულტეტზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი ერთწლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა.

„ვულოცავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, 25 წლის იუბილეს. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს და წაახალისოს ახალი თაობა, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ეს თაობაა პროგრესული, მოძრავი, ჯანსაღი და სიახლეებისადმი მიდრეკილი“,- განაცხადა „ალდაგის” ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, ნონა ბარამიამ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება