ნევროლოგი თამარ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილზე - ბოლო თვეებში ნევროლოგიური თვალსაზრისით უარყოფითი დინამიკა უფრო გამოხატულია

მას ჰქონდა ძლიერი ფსიქო-მოტორული აღგზნება. ამის შემდგომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, საგრძნობლად გაუარესდა, - ასე უპასუხა კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, დამძიმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მასთან მივიდნენ პროკურორები და მოსამართლე, რომლებიც სასამართლო პროცესის ჩატარებას გეგმავდნენ.

თამარ აბაშიძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატულია უარყოფითი დინამიკა ნევროლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ლაბორატორიული მონაცემები არ არის გაუარესებული.

„გარკვეულ ეტაპზე გვქონდა გაუმჯობესება, დაახლოებით მაშინ, როცა საკვების მიღების პროცესი განახლდა. არ იყო სრულყოფილი, მაგრამ იყო უკეთესი. იმ პერიოდში იყო გარკვეული გაუმჯობესება ნევროლოგიურადაც, ემოციურადაც, განწყობითაც, ლაბორატორიული მონაცემებიც სტაბილური იყო. შემდგომ უკვე გარკვეული პერიოდიდან მოხდა მდგომარეობის შეცვლა, აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრის დასაწყისიდან ისევ უარყოფითი დინამიკა წამოვიდა.

ბოლო თვეების განმავლობაში არის უფრო გამოხატული უარყოფითი დინამიკა ნევროლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული, სტაბილურია. პათოლოგიური ცვლილებები მკვეთრად გამოხატული ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევებით, არ არის“, - განაცხადა თამარ აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო