ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით, როგორ უნდა დასრულდეს ომი

აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

“ამერიკელებთან 100-პროცენტიანი გაგება გვაქვს იმისა, რა არის მშვიდობა, რა მიზნები გვაქვს, რა კომპრომისები არ შეიძლება იყოს. არანაირი კომპრომისები იმ პრეზიდენტთან [პუტინთან], იმ ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არ იქნება”, - განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტსა და მის შედეგებზე ისაუბრა.

“არ იქნება მინსკი-2, ნორმანდიული შეთანხმებები. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თემა განიხილებოდა კონგრესში. ვიგრძენი, რომ დემოკრატებისთვის და რესპუბლიკელებისთვის ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რით უნდა დასრულდეს ომი. ჩვენი მთავარი პარტნიორი ჩვენთან ერთნაირად ფიქრობს და საკუთარ ნაბიჯებს ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე გეგმავს”, - აღნიშნა ერმაკმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო