სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თურქმენეთის და  თურქეთის მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თურქმენეთის მოქალაქე ჩ.რ. და თურქეთის მოქალაქე დ.თ. უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

სუს-ის ცნობით, ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„მათი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

აღნიშნულ პირთა უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალის მიერ გაზიარებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”,- აღნიშნავს სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა