ევროკავშირი ჩინეთში COVID-19-ის დაავადების ტალღის გამო ქმედებების კოორდინაციას განიხილავს

ევროკომისიამ ევროკავშირის ჯანდაცვის საბჭოს დაუგეგმავი თათბირი გამართა, რათა ჩინეთის მიერ COVID-19-თან “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ქმედებების კოორდინაცია მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა “ჩინეთში პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების ფონზე” განიხილონ წევრი სახელმწიფოების “კოორდინირებული მიდგომის ფარგლებში შესაძლო ზომები”.

ცნობისთვის, 2020 წლიდან ჩინეთი COVID-19-თან მიმართებით “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკას ეყრდნობოდა, რაც გულისხმობდა ლოკდაუნებს და აუცილებელ კარანტინს მათთვის, ვინც ინფიცირებულ ხალხთან კონტაქტში შედიოდა. 2022 წლის დეკემბერში ჩინეთის მთავრობამ რიგი შეზღუდვები გააუქმა, რამაც დაავადების შემთხვევებისა და ლეტალური შედეგების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო