სტაჟირების პროგრამის  კურსდამთავრებულები საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟირების პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

„კონკურსის შედეგად შერჩეულმა სტაჟიორებმა, ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარეს. სწავლების პერიოდში გამორჩეული და წარჩინებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, წლებია ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებაში ახალგაზრდა ნიჭიერი კადრების მოზიდვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო