მედია - ნიდერლანდებმა შესაძლოა მობილიზაციას გამოქცეული რუსი დევნილების რეპატრიაცია დაიწყოს

ნიდერლანდებმა შესაძლოა მობილიზაციას გამოქცეული რუსი დევნილების რეპატრიაცია დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გაზეთი The Brussels Times -ი ნიდერლანდების თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მდივან, ერიკ ვან დენ დურგზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება რუსეთის ჯარში პოტენციურ გაწვევას აღარ მიიჩნევს საკმარის საფუძვლად თავშესაფრის მისაცემად.

“ნიდერლანდების თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ერიკ ვან დენ ბურგმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ მის ქვეყანას შეუძლია რუსების წარმოშობის ქვეყანაში დეპორტაცია“, - წერს გამოცემა.

ვან დენ ბურგმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში “მობილიზაციის შიში” არ ჩაითვლება კანონიერ საფუძვლად რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაცემად.

სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ამ მომენტისთვის არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია “მასშტაბზე, რომელშიც რუსი წვევამდელები ნაძალადევად იყვნენ გაგზავნილი უკრაინის წინააღმდეგ ომში”.

ამავდროულად, ნიდერლანდების ხელისუფლება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ეყრდნობა, რომელმაც ოქტომბრის ბოლოს მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო