მიხეილ სააკაშვილი - ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი - 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით

ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

გამოცემამ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო.

“პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელსაც ჩერჩილის შემდეგ პერიოდში ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ მივიჩნევ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი გვერდზე ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად მთელ სამყაროს მოვივლიდი ჩემი მრავალრიცხოვანი კავშირების უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოსაყენებლად.

ასევე, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, რომელშიც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი მომენტითაც არ ვივიწყებ იმ ფაქტს, რომ უკვე 35-მა მათგანმა ომში თავი დადო, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე. და ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი გარდაიცვალა და დაიჭრა…

მე თავად 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით”, - თქვა სააკაშვილმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა