გლდანის რაიონში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გლდანის რაიონში, ილია ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების კვეთაზე, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყო.

„დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლი „ეგრისი”, ფოლკლორული ანსამბლი „ჩირაღდანი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბარაკონი” მიიღებენ. ყოველდღიურ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას - ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, ფოლკლორული ანსამბლები და სამუსიკო სკოლები იღებენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა