ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით უკრაინის დახმარებაც არის გათვალისწინებული.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ბიუჯეტში უკრაინის დახმარება 45 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ახალი ბიუჯეტი ინვესტიციებს განახორციელებს სამედიცინო კვლევის მიმართულებით, უსაფრთხოებაში, ვეტერანების ჯანდაცვაში.

„ბიუჯეტი მოხმარდება, უსაფრთხოებას, სამედიცინო კვლევებს, ვეტერანების ჯანდაცვას, კატასტროფის შედეგების აღდგენას, ფონდს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ასევე გაუწევს გადამწყვეტ დახმარებას უკრაინას“,- განაცხადა ბაიდენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო