ლევან დავითაშვილი - საქართველოს უკრაინის დასახმარებლად არაფერი დაუზოგავს - ჩვენი პოზიცია არის სიმართლის მხარეს, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დამცველი და ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

საქართველოს პოზიცია არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დამცველი და ის, რომ ჩვენ საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების უმთავრესი ინტერესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უკრაინის დასახმარებლად არაფერი დაუზოგავს.

„ოპოზიციას ცალსახად აქვს თავისი დღის წესრიგი. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ობიექტური შეფასებები, ეს არის სუბიექტური დღის წესრიგი. რაც შეეხება საკუთრივ საქართველოს პოზიციას, აქ ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ხელისუფლებას - ეს არის უკრაინის ურყევი მხარდაჭერა. ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველო არის ერთ- ერთი პირველი მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო რეზოლუციის, ეს საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ 300-ზე მეტ საერთაშორისო რეზოლუციაში მკაფიოდ დააფიქსირა. რაც ხდება უკრაინაში, ეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც შემზარავი ტრაგედიაა - ევროპის შუაგულში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებია. ომი, 21-ე საუკუნეში ძალიან ტრაგიკულია. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს არაფერი დაუზოგავს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, საქართველოს პოზიცია არის სიმართლის მხარეს, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს პოზიცია არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დამცველი და ის, რომ ჩვენ საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების უმთავრესი ინტერესი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო