ეკონომიკის მინისტრი - საქართველოს მეშვეობით არცერთი სანქციისთვის გვერდის ავლა არ მომხდარა - რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, რუსული კაპიტალი ბიზნესის 1%-ზე ოდნავ მეტში მონაწილეობს, რაც ძალიან მცირეა და ვერანაირ საფრთხეს ვერ უნდა წარმოადგენდეს

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო მადლობა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმისთვის, რომ მკაფიოდ იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლის ნაწილიც საქართველოა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მეშვეობით არცერთი სანქციისთვის გვერდის ავლა არ მომხდარა.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესების რელოკაციაზე საქართველოში, ეს ცალსახად დადებითი ტენდენციაა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გააქტიურებულ ეკონომიკას, დამატებით ღირებულებას, რომელიც ამ ბიზნესების მიერ იქმნება. ჩვენ ეს გვაძლევს დამატებით დასაქმებას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ეს ცალსახად სარგებელია. საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. ეს არის ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიერ მკაფიოდ შეფასებული, დაფასებული და აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მადლობა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმისთვის, რომ მკაფიოდ იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლის ნაწილიც საქართველოა. პირველივე დღიდან ძალიან ღიად გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს მეშვეობით არცერთი სანქციის გვერდის ავლა არ მომხდარა. ეს არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასებაში. რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ. ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს. აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო