ლევან დავითაშვილი - ჰესების მშენებლობაში  სახელმწიფოს მონაწილეობა ინვესტორების მოტივირებისთვის მნიშვნელოვანია, ეს ფაქტორი მათ საიმედოობას და კომფორტს უქმნის - სახელმწიფო გარკვეულ დამაზღვეველ როლს უნდა თამაშობდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ინვესტორების მოტივირებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს ფაქტორი ინვესტორებს დამატებით საიმედოობას და კომფორტს უქმნის.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სახელმწიფო ენერგეტიკულ პროექტებში გარკვეულ დამაზღვეველ როლს უნდა თამაშობდეს.

„როცა ვსაუბრობთ ენერგეტიკულ პროექტებზე, ინვესტიციებზე ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უცხოურ ინვესტიციებს. მივესალმებით, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის და ა.შ. თუმცა არსებობს ფლაგმანი პროექტები, რომელსაც მთელი სისტემის სტაბილიზაციაზე, სტაბილურობაზე შეუძლია გავლენა მოახდინოს, მათ შორის ტარიფებზე და ა.შ. ისეთი როგორიცაა „ენგურჰესი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის ხერხემალია. ასეთ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა არის მიზანშეწონილი. ეს არის ძალიან გრძელვადიანი ინვესტიციები, ეს არის საკმაოდ ძვირი პროექტი და შესაბამისად, სახელმწიფოს მონაწილეობა პარტნიორ ინვესტორებს დამატებით საიმედოობას და კომფორტს უქმნის. მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს. თუმცა ჩვენ ენერგეტიკულ პროექტებში არ განვსაზღვრავთ აპრიორი, რომ სახელმწიფო უნდა იყოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი. სახელმწიფო შეიძლება მნიშვნელოვნად მონაწილეობდეს იმისთვის, რომ ხელს უწყობდეს პროექტის ადვილად განხორციელებას, მათ შორის კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბევრი სხვა ფაქტორის გამო კომფორტი და დამატებითი მოტივაციები ექნებათ, ასეთ შემთხვევაში, ინვესტორებს. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში განახლებადი ენერგიების პროექტებში ინვესტიციებს, აქ ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ასეთი ტიპის სპეციფიკურ დარგებზე როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მსხვილი ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მონაწილეობა ინვესტორების მოტივირებისთვის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამას საუბრობს ყველა ინსტიტუციური ინვესტორი საერთაშორისო კომპანია. სახელმწიფოს როლი ზუსტად ეს უნდა იყოს. ის გარკვეულ დამაზღვეველ როლს უნდა თამაშობდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო