კახა კალაძე - ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომა იყოს

ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის - ვინც მუშაობს, ვინც აკეთებს ცხადია, შეცდომებიც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას გვმართებს მოთმინება და იმ სირთულეების ერთად გადალახვა, რაც დედაქალაქში არსებობს.

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა იმისა, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა და შრომა, რადგან ეს ყველაფერი პირველ რიგში სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს, ახარებს ქალაქის გალამაზება, ყველას ახარებს ის განვითარება და აღმშენებლობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ცხადია, ამ ყველაფერს ახლავს გამოწვევები, დისკომფორტი, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველას გვმართებს მოთმინება, ერთად გადალახვა ამ სირთულეების და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ველოდებით და რაც გვინდა. გვინდა - უკეთესი ქალაქი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამწვანებული, გალამაზებული რეკრეაციული სივრცეები, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებულ დედაქალაქში. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და გემსახუროთ თქვენ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის, ვინც მუშაობს, ვინც აკეთებს ცხადია, შეცდომებიც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები იყოს და განხორციელებული პროექტით იამაყოს ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა", - განაცხადა კალაძემ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი