შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის სპეციალური ანგარიში წარადგინა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის სპეციალური ანგარიში წარადგინა.

ამასთან, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაციას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულა და ანგარიშში მოცემულია ცენტრის ისტორია, მედიის პირველი გამოხმაურება და საზოგადოების დამოკიდებულება.

მათივე ცნობით, ანგარიშში საუბარია იმაზეც, თუ როგორ მოიპოვა დროთა განმავლობაში ცენტრმა საზოგადოების დიდი ნდობა და მხარდაჭერა. ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან ფაქტებსა და მონაცემებზე. გამოცემის გაცნობის შემდეგ მკითხველს შთაბეჭდილება შეექმნება იმის შესახებ, თუ რა განვითარების გზა გაიარა ცენტრმა დაარსებიდან დღემდე.

„პირველი გამოცდების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიის პერიოდში ჩატარებული გამოცდები გახლდათ, როდესაც ცენტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი შესაძლებელია დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ანგარიშში, ასევე, დეტალურად შეიტყობთ, როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესის მზადება ყოველ წელს და რა იცვლებოდა წლიდან წლამდე“, - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

ანგარიშში წარმოდგენილია ცენტრის სამომავლო საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებაც, მათ შორისაა „შეფასება განვითარებისათვის“, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში სწავლა-სწავლების გაუმჯობესების პროცესში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო