გენერალურმა პროკურორმა 2022 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2022 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძის თქმით, როგორც ყველა წელი, საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელიც გამოწვევებით დატვირთული იყო, რასაც უწყებამ ეფექტიანად გაართვა თავი.

„გენერალურმა პროკურორმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო ორი პროკურორი - ლევან ვეფხვაძე და მიხეილ სადრაძე, საუკეთესო გამომძიებელი ირაკლი ცანავა და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის პროკურატურის ხუთ თანამშრომელს - ვალერი კუჭუხიძეს, ნატალია გოგინაშვილს, მირანდა მელქაძეს, მამუკა ფარულავას და ბორის კვარაცხელიას, ყველაზე მაღალი ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცათ.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა”, - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის