კახა კალაძემ თბილისელებს და მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2022 წლის ბოლო სხდომაზე მადლობა გადაუხადა თბილისელებს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და მიმდინარე წელს გარდაცვლილ ილია ელოშვილს, რომელიც მისი მოადგილის პოსტს წლების განმავლობაში იკავებდა.

„დღეს 2022 წლის ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თბილისელს იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ პირადად მე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაგუნდელებიც. ეს მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ამ გამოწვევების და სირთულეების ფონზე, თქვენი თითოეული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, რომელსაც მე, პირადად, თუ ჯანსაღია, ვიღებ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეუცდომელი არავინაა. ყოველთვის ვაკეთებთ ანალიზს, რა იყო შეცდომა, რა უნდა გამოსწორდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე ეს შეცდომები არ განმეორდეს. მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც თბილისელების არჩეული ადამიანი, ყოველთვის გავაგრძელებ ამ კომუნიკაციას, რადგან კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობა და ტვირთია, იყო თბილისის მერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და მის თანაგუნდელებს, ვინც ქალაქს კეთილსინდისიერად ემსახურება.

„მადლობა ყველას, დაწყებული მეეზოვედან, ვიცე-მერის ჩათვლით. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ წლების განმავლობაში. ვიცი, რამდენად რთულია, რომ ხშირად გვიწევს ღამეების თენება, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ამის გამო, საუკეთესო შედეგებს ვიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, განსაკუთრებული მადლობა გარდაცვლილ მოადგილეს, ილია ელოშვილს გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში იყო იქ, სადაც ყველაზე ფაქიზი, სენსიტიური თემები და პრობლემები იყრიდა თავს. „ილიას დაზარალებულები“, „ილიას უსახლკაროები“, „ილიას მარტოხელა მოხუცები“, „ილიას ბაგა-ბაღები“ - ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის. დღეს ვერ დავასრულებ ჩემს გამოსვლას ისე, არ ვახსენო ილია ელოშვილი - მეგობარი, თანამებრძოლი, პროფესიონალიზმის და წესიერების მაგალითი. ადამიანი, რომელიც 2022 წელმა გამოგვაცალა. მინდა, მადლობა გადავუხადო ილიას დედას, რომ ასეთი კაცი გაზარდა, ასეთი ადამიანი გვაჩუქა ყველას. მადლობა ილის მამას ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო