პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ არ ემზადება ევროპაში ინტეგრაციისთვის, არც ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები შემოაქვს - ისინი ემზადებიან საქართველოს ბელარუსიზაციისთვის, უფრო მეტი ჩაბნელებისთვის

საია არის უცხოეთის აგენტი და გურამ მაჭარაშვილი პატრიოტი? - ამ ჯგუფს ის კი არ უნდა, რომ გორჩაკოვის ან პრიმაკოვის ფონდი გამოაცხადონ უცხოეთის აგენტებად, არამედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მედიის სიტყვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ დაანონსებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეეხება.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნებას“ ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არ შემოაქვს.

„ქართული ოცნება“ არ ემზადება ევროპაში ინტეგრაციისთვის, არც ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები შემოაქვს. ისინი ემზადებიან საქართველოს ბელარუსიზაციისთვის, უფრო მეტი ჩაბნელებისთვის. როდესაც მოხდება მათი კანონპროექტების ინიცირება, თუ აიღებთ ბელარუსში და რუსეთში მოქმედ კანონებს, ნახავთ, რომ კოპირება მოხდა.

რაც შეეხება ამ ჯგუფს, მათ არ მოსწონთ ამერიკის ელჩი, ევროკავშირი, მათთვის ჩალის ფასი აქვს ევროპის გადაწყვეტილებებს, ამბობენ, რომ ევროპა ომს გვაძალებს. ამ ხალხს ის კი არ უნდა რომ რუსეთიდან შემომავალი ფული - გორჩაკოვის ან პრიმაკოვის ფონდი გააკონტროლონ და ისინი გამოაცხადონ უცხოეთის აგენტებად, არამედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მედიის სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ. ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია, რომ გურამ მაჭარაშვილის „ხუშტურის“ გამო გამოაცხადონ უცხოეთის აგენტად იმიტომ, რომ ემსახურება სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. საია არის უცხოეთის აგენტი და გურამ მაჭარაშვილი არის პატრიოტი? ვინ ეკითხება გურამ მაჭარაშვილს ამერიკის გადასახადების გადამხდელების ფულს ვინ როგორ დახარჯავს?! ღარიბაშვილმა რომ თავის ცოლს ბორჯომში ტყე-პარკი გაუფორმა, ამაზე ხმა არავის არ ამოუღია, თუ გული შესტკივათ, ეს გააკონტროლონ, ვიდრე სისულელეებით გამოუტენონ ხალხს ტვინი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინფიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

როგორც „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება და ასევე მასში აღნიშნულ სფეროში რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აისახება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი