შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ მოინახულა, სადაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის პროცედურებს გაეცნო. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზურაბ სიჭინავასთან ერთად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მყოფ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, რომ 2023 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების ელიწადი იქნება ყველასთვის,“- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

უწყების ინფორმაციითვე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულებულია.

„პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელი მოეწყო.

„ლაგოდეხის“ განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას ხელს შეუწყობს და ორი ქვეყნის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შეგახსენებთ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში 600-მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 35 მებაჟე ოფიცერი ასრულებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო