ირაკლი პეტრიაშვილი მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომას გაუძღვა

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომას გაუძღვა.

როგორც პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

მათივე ცნობით, სხდომაზე ასევე განიხილეს:

  • სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის № 590 დადგენილება.
  • „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის № 597 დადგენილება.
  • საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის №598 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შემუშავებული იქნა პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობით და მასში თითქმის სრულადაა ასახული პროფკავშირების რეკომენდაციები. აღნიშნული აქტების მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

„რაც შეეხება სპეციფიკური რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია 40 საათიანი კვირის ნაცვლად ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში კვირაში 48 სამუშაო საათი განისაზღვროს, უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირების გაერთიანება, ჯერ კიდევ 2013 წლის შრომის რეფორმის დროს, დასაქმებულთა მიმართ სამუშაო დროის ორმაგ სტანდარტს და ამ თვალსაზრისით დისკრიმინაციულ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნული ნორმა პროფკავშირების გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც 48 საათიანი სამუშაო კვირის გამოყენების ფართო ინტერპრეტაციის შესაზღუდად მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა.

2020 წლის შრომის რეფორმის ფარგლებშიც, პროფკავშირის წინააღმდეგობისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის, ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნეს ლობისტების მხარდაჭერის შედეგად, შრომის კოდექსში კვლავ შენარჩუნდა კვირაში 48 საათიანი დათქმა და მთავრობას შესაბამისი სპეციფიკური რეჟიმის დარგების ჩამონათვალის მიღება დაევალა. საბოლოოდ, იგი მიმდინარე წლის 26 დეკემბერს მიიღეს. პროფკავშირების აქტიური მუშაობის შედეგად უკვე აღარ გვხვდება სექტორების ისეთი ფართო ჩამონათვალი, როგორც მანამდე არსებულ რედაქციაში იყო. მაგალითად, ამოღებულია ზოგადი და პროფესიული განათლება, ვაჭრობა, მშენებლობა, ტექსტილი და ვაჭრობა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირებისთვის დასაქმებულებისთვის სამუშაო დროის ორმაგი სტანდარტის დადგენა კვლავ მიუღებელია და მივიჩნევთ, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირის დადგენა როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე, ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკას ეწინააღმდეგება, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის დადგენილებაში მნიშვნელოვანი დებულებების გაჩენა შევძელით - 48 საათიანი სამუშაო კვირა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში მხოლოდ იმ დასაქმებულ პირზე ვრცელდება, რომელთან მიმართებითაც სამუშაო/საწარმოო პროცესის, მისი ზუსტი ბუნებიდან გამომდინარე, უწყვეტობის საჭიროება არსებობს და შესაბამისად, 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა მოითხოვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა მრჩეველთა საბჭოს მიერ განიხილება, რაც კვლავ უტოვებს პროფკავშირებს მნიშვნელოვან ბერკეტს, რათა ამ თვალსაზრისით დასაქმებულთა უფლებების უგულებელყოფა არ მოხდეს.

ირაკლი პეტრიაშვილი მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელია. საბჭოს შემადგენლობაში კი პროფკავშირების გაერთიანების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველისა და დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენლები შედიან,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო