აფხაზეთიდან დევნილებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს პირადად ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საახალწლო ნობათები მთელი საქართველოს მასშაბით, 800-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო.

„ნობათები მიიღეს დედ-მამით ობოლმა არასრულწლოვნებმა, 90 წელს გადაცილებულმა და სოციალურად დაუცველმა, მარტოხელა მშობლის სტატუსისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა.

სადღესასწაულო საჩუქრები გადაეცა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა ამ ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით კი წინასაახალწლო დღეებში, როცა ყოველ ოჯახს დამატებით უამრავი საჭიროება უჩნდება. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ულევი ბედნიერება, სიკეთე და ჯანმრთელობა. დაე, 2023 წელი გახდეს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების წელი, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს უკეთესი ხვალიდელი დღისთვის“ - აცხადებს დავით ფაცაცია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო