საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია, საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე, - ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს.

როგორც ყანდაშვილი აღნიშნავს, მედიატორობა მნიშვნელოვანი პროფესიაა და მედიაცია მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო მექანიზმია.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სახელით, მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავთ. ეს წელი სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, ჯანმრთელობის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს! 2022 წელს, ბევრი სირთულე თუ გამოწვევა იყო, მათ შორის, მედიატორთა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე და წარმატებით აგრძელებს ყოველი გამოწვევის თუ სირთულის გადალახვას.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მედიაცია მნიშვნელოვანი პროფესიაა და სოციალური მშვიდობის გზაზე, მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო მექანიზმია.

მადლობას ვუხდით მედიატორებს, დაუღალავი შრომისთვის, მედიაციის ყველა მხარდამჭერს, მათ შორის, საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვინც მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში წვლილი შეიტანა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო