შრომის ინსპექციის სამსახურში მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

შრომის ინსპექციის სამსახურში მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო 2022 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით.

„საბჭოს წევრებმა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2022 წელს გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დადებითად შეაფასეს უწყების საქმიანობა შეაჯამეს.

ასევე, განიხილეს ახლად დამტკიცებული რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო გეგმები.

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან, საქართველოს პარლამეტის, სახალხო დამცველის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შედიან, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო