„საქპატენტი“ მოსამართლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებულ კურსებს შეიმუშავებს

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„საქპატენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა მიიღო.

შეხვედრაზე ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტები განიხილეს, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კანონპროექტები ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შემუშავდა. მოსამართლეებმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და შეხვედრის მონაწილეებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქმეების განხილვის სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.

„ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტსა“ და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის 2015 წლიდან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, უწყებები წინასწარ შეთანხმებულ საკითხებზე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ერთობლივად ახორციელებენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებულ კურსებს მოსამართლეებისთვის შეიმუშავებს.

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, მომავალ წელს ქართულ ენაზე ითარგმნება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადაპტირდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის სასწავლო პროგრამა „მოსამართლეების ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“. პროგრამა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული დარგების შესახებ სწავლებას მოიცავს, ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების მიმართულებით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო