გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი, მიკვირს, როგორ გადაადგილდება თუნდაც იმ დამხმარით

ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც მან კლინიკა „ვივამედის“ ეზოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ პროცესს თვალს ადევნებდა და კმაყოფილი იყო.

"მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, პროცესს თვალს ადევნებს. გუშინდელი დღე ძალიან მოეწონა და კმაყოფილი იყო. მასაც მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა გმირობა იყო.

ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მე მიკვირს, როგორ გადაადგილდება თუნდაც იმ დამხმარით.

ტემპერატურა მუდმივად აქვს, დილით არის ყოველთვის დაბალი და მერე იწევა.

პროცესები უნდა დაჩქარდეს, დიდი სიხშირით უნდა წარიმართოს და საბოლოოდ დამთავრდეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით