ბექა ოდიშარია სააკაშვილზე - პატიმარზე სარკაზმით საუბარი ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული

დილას ბევრი ადამიანი გამოიყურება მძიმედ, სანამ სამსახურში წავა და მოწესრიგდება - პატიმარზე სარკაზმით საუბარი ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული! - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ოდიშარიამ ისიც აღნიშნა, რომ ამერიკელი ექსპერტების შეფასებებში ვერავითარი კომპეტენცია, „გარდა იმისა, რომ უცხოური სახელი და გვარი აქვთ“, ვერ დაინახა.

„არანაირი სამართლებრივი პროცესების მონაწილე, მით უმეტეს როცა ექსპერტები სიღრმეებში შედიან, აქამდე არ ვყოფილვარ, მაგრამ შევეცადე, ამერიკელი ექსპერტებისთვის გულისყურით მომესმინა. რასაც მივხვდი, აქვს ამერიკული სახელი და გვარი და ამით აპელირება ძალიან მოქნილად ხდება. დანარჩენი, რაც ამ კაცისგან გავიგეთ, ინფორმაციას მშობლებისგან და ადვოკატებისგან იღებს. თუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში მაინც და მაინც ამერიკელი კაცის სახელს და გვარს უნდა დავეყრდნოთ, იმდენი ნიჭიერი მეცნიერი გვყავს, იგივე ინფორმაცია ამ ხალხს რომ დავურიგოთ, თქვენც გაიგებთ უკეთესს და შემდეგ გველაპარაკონ ჭეშმარიტებაზე. 90-იან წლებში იყო პერიოდი, როცა მეტი წონისთვის ამერიკული სახელისა და გვარის ადამიანები ჩამოჰყავდათ, სხვათა შორის, ზოგი სახელ-გვარ გადაკეთებული იყო - თითქოს ამით პროცესს წონას სძენდნენ. ამ ადამიანმა უნდა ილაპარაკოს საქმეზე, გამოიტანოს დოკუმენტი. გასაგებია, რომ ლიცენზია აქვს, მაგრამ მისი მონაწილეობა ამ საექსპერტო დასკვნაში ნულოვანია. საპირისპიროდ არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც საერთაშორისო ქსელი აღიარებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბექა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო