კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 1 ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხი გადაწყვეტილება მიიღო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 1 ნოემრიდან დღემდე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 84 განაცხადი მიიღო, საიდანაც 47 საქმეზე შესწავლა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხის შესწავლის პროცესში, 4 საქმეზე სააგენტომ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს პასუხისმგებლობა შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები მათ მიმართ, ვისაც წარსულში მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

„იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, საქმის შესწავლა განახლდება და შესაძლოა პირს ჯარიმა დაეკისროს.

საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 36%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 26%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 20%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 2% და სხვა მოთხოვნები 11%.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, თბილისი 97%-ით ლიდერობს.

ორი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 68%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 20%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 2%-ს და სხვა სახის საქმიანობა 10%.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო. კანონის მიხედვით ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს