ბრიტანული ჯანდაცვის ფირმა - ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება

ბრიტანეთში არსებული ჯანდაცვის ფირმის, Airfinity-ის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება. ფირმის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი. ამასთან, მსხვერპლთა რიცხვი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, რაც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაზე მიუთითებს.

Airfinity-ის განცხადებით, ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. „ნულოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსს სულ მცირე 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა