ნონა მამულაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის - გვინდა გთხოვოთ, ესაუბროთ რუსეთის მიერ კონტროლირებულ ხელისუფლებას და ტყვეების გაცვლის პრინციპით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან გამოიხსნათ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ამავე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, ტყვეების გაცვლის პრინციპით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობიდან გამოიხსნას.

როგორც ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებისა, დღეს ქართველი ხალხიც ომშია, "მათ შორის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ".

„2022 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, უკრაინელმა ხალხმა შეძლო და წელში გადატეხა რუსეთის იმპერია. ყველამ დავინახეთ შეუპოვრობა, მედეგობა და გაუტეხლობა, რომელიც უკრაინელმა ხალხმა გამოავლინა. რუსეთი, როგორც იმპერია აღარ არსებობს, ის მხოლოდ იმპერიის ნარჩენებადაა ქცეული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წყალობით, რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე მაინც გადამწყვეტი გავლენა აქვს. რუსეთს, გარდა ჩვენი ტერიტორიების 20%-ისა, ჩვენი პოლიტიკური სისტემაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს. რუსეთის მთავარი მტერი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი, დღეს ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაშია, რადგან მისი თავისუფლების საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება. გვინდა მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს გმირი ხართ. ყველა ჩვენგანს, პოსტ-საბჭოთა ხალხებსა და მთელს მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ღირსეული მაგალითი დაგვანახეთ. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებისა, დღეს ჩვენ, ქართველი ხალხიც ომში ვართ, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებასთან ომში. ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას ჩვენი ქვეყნის მომავალი გვავალდებულებს. მისი სამკურნალოდ გადაყვანა-არგადაყვანის გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებენ. მიუხედავად იმ მძიმე ბრძოლისა და მთელი რიგი გამოწვევებისა, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, გვინდა გთხოვოთ, პირდაპირ ესაუბროთ რუსეთის მიერ კონტროლირებულ ხელისუფლებას და ტყვეების გაცვლის პრინციპით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან გამოიხსნათ. გთხოვთ, ქართველი ხალხი იმ უდიდეს სამოქალაქო დაპირისპირებას აარიდოთ, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილს მოჰყვება და რაც პოლიტიკურად მთლიანად დაგვაშორებს თქვენთან, დასავლური სამყაროს მორალურ ლიდერ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი