დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბის შეხვდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სხვა მიმდინარე საკითხები.
მათივე ცნობით, საქართველოში ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, აჰმად ალი მეჰრი არდესტანი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე.