ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მიქაუტაძე აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

„რომეო მიქაუტაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (1999-2003 წწ) და დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია (2003-2004 წწ). 2004 -2005 -წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის" დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში, ასევე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი", „ზაჰესი", „ხრამჰესები" „ჩხოროწყუჰესი" და სხვა. 2017–2018 წლებში რომეო მიქაუტაძეს ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. 2018–2019 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის და შემდგომ შპს „ენერგოტრანსის" ხელმძღვანელის პოზიციებზე საქმიანობდა.

რომეო მიქაუტაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისთვის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისთვის“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა