მაია სანდუ - აგრესორ სახელმწიფოსთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

აგრესორ სახელმწიფოსთან სასაუბრო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს. სანდუს თქმით, მუქარა და სხვა სახელმწიფოების დაშინება ის პოლიტიკაა, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს რუსეთის ფედერაცია.

„ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ვთქვით, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს. მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?” - თქვა სანდუმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო