გია ვოლსკი - არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი თავს რად გრძნობს, მაგრამ მთელი თავისი არსით ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც არაერთხელ უსაუბრია

არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი თავს რად გრძნობს, მაგრამ მთელი თავისი არსით ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც არაერთხელ უსაუბრია, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, რომ ის თავს 100%-ით უკრაინელად გრძნობს.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, თუ რას წარმოადგენდა და რა დაბალ კულტურულ დონეზე იყო ქართველი ხალხი და როგორ შემოიტანა საზოგადოებაში განათლების სინათლე.

“ერთი საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველად არ გრძნობს თავს. ის, რომ ქართველთმოძულეა, ეს მეორე საკითხია, რაც არაერთხელ გამოვლინდა, მათ შორის იმ ფარულ ჩანაწერებშიც, რომელიც სწორედ უკრაინიდან იყო გაჟღერებული. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, თუ რას ფიქრობს ქართველ ხალხზე. ამაზე თავად საუბრობდა, ისევე როგორც იმაზე, რომ აუცილებელია სისხლის დაღვრა - მის მიერ შექმნილი წამების სისტემა მოქმედებდა ისე, რომ ტყვიებს არ ინანებდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო